პროექტის სახელწოდება
|
ჩემი რაიონის
მივიწყებული გამოყენებითი ხელოვნების
ნიმუშები - დაწნული კალათები, გოდრები -( ხისგან დამზადებული
ნამუშევრები).
|
პროექტის მთავარი
იდეა (თემა)
1-2 წინადადებით
|
მოსწავლეები იკვლევენ ხის დამუშავებას,
გოდრებისა და კალათების
წარმოშობის ისტორიას, მის თავისებურებასა და გამოყენებას.
|
პროექტის აქტუალობა
|
მოსწავლეები
შეიძენენ პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს იმის შესახებ თუ როგორ გამოიყენონ წნული
გოდრები და კალათები
რეალურ ცხოვრებაში.
|
პროექტის მიზნები
|
მოსწავლეები გაეცნობიან
საქართველოს იმ კუთხეებს,
სადაც ამზადებენ წნულ
კალათებსა და გოდრებს.
გაეცნობიან საქართველოს კუთხეეის
კერძოდ ზემო იმერერეთის
ნიმუშებს (ხვირი, ) ქვემო იმერეთის
(ზარა, გოდრები, კალათები.)
გურიის (გიდელი, ჩიჩილაკი.)
დ. ა. შ. შეისწავლიან იმ ეპოქას სადაც, აქტუალურად გამოყენებდნენ მოწნულ ჭურჭელს.
მოიძიებენ ინფორმაციას სხვადასხვა კუთხის უხუცესებისაგან, მოისმენენ მათგან მათი
დამზადების ხელოვნებას თუ როგორ უნდა დაამუშაონ ის მასალა, რითაც მზადდება წნული
ნივთები. რა ცვლილება განიცადა ამ ნაკეთობებმა, უძველესი დროიდან დღემდე. შეისწავლიან
სხვადასვა დანშნულებით გამოყენებას (ხის მასალისგან დამზადებული - თოჯინების, ჩიჩილაკების,
აკვნების, შანდლების, ფანდურების დამზადებას. ) დაამუშავებენ მასალას კერძოდ თხილს,
წიფელას, ტირიფს, თუთას და მისგან ქმნიან სხვადასხვა დიზაინისა და დანიშნულების ნივთებს.
|
მონაწილეთა
ასაკი
|
IX-X კლასი
|
ვადები-ხანგრძლივობა
|
3 თვე
|
პროექტის შესაძლო
აქტივობები კლასში
|
მოსწავლეები
გაიღრმავებენ ცოდნას ხის ნივთების (დაწნული ნივთების) მუშაობის უძველეს ტრადიციებზე,
მისი გამოყენების მრავალფეროვნებაზე, უკეთ გაეცნობიან საქართველოს კუთხეების თავისებურებებს.
|
მოსალოდნელი
შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას
|
შექმნიან ფოტო ალბომებს, ვიდეო მასალას, მოაწყობენ ნამუშევრების გამოფენებს,
პრეზენტაციებს, საქველმოქმედო აქციებს, ესტუმრებიან მუზეუმებს, სახელოსნოებს, ადამიანებს
რომლებიც მუშაობენ ამ ნაკეთობებზე. მოეწყობა ექსკურსიები იმ რეგიონებში სადაც მისდევენ ამ
ხელოვნებას (ხის დამუშავებას).
|
სარგებელი
სხვებისათვის
|
საქველმოქმოქმედო აქციებზე შემოსული თანხით დაეხმარებიან მზრუნველობა
მოკლებულ და მიუსაფარ თანატოლებს.
|
უნარ-ჩვევები
|
ამ პროექტზე მუშაობით მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ
ანალიტიკური აზროვნების, შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების უნარ-ჩვევები,
ისწავლიან პროექტზე მუშაობას, შეისწავლიან
სხვადასხვა კუთხის ტრადიციებს.
|
პროექტისათვის
საჭირო ძირითადი რესურსები
|
ის ადამიანები
რომლებიც გადასცემენ ხის დამუშავების ტექნოლოგიებს, წიგნი, კომპიუტერი, ჟურნალ-გაზეთები
და ენციკლოპედია.
|
პროექტის მსვლელობა
(ძირითადი აქტივობები)
|
მოსწავლეები აწყობენ ლაშქრობებს, იკვლევენ თავისი რაიონის მივიწყებულ ხელოვნების ნიმუშებს, ახდენენ მათ კლასიფიკაციას.
მოსწავლეები ხის დამუშავებით ამზადებენ სხვადასხვა ნაკეთობებს
და იყენებენ დანიშნულებისამებრ. ექვსკურსიაზე
მყოფი ბავშვები
აგროვებენ მასალას და უღებენ სურათებს, იღებენ ვიდეო ,
ამზადებენ პრეზენტაციებს.
|
საგნებთან/ეროვნულ
სასწავლო გეგმასთან კავშირი
|
ხელოვნება- სოფლებში ნაპოვნი,
მოძიებული ნივთებიდან ბევრი ჭეშარიტად ხელოვნების ნიმუშია . ისტორია- მოძიებული მასალა
უშვალოდ კავშირსშია იმ კუთხის სიტორიასთან. ბიოლოგია- ხის თვისებების ცოდნა იყო საჭირო
ნივთების დასამზადებლად , ყველანაირი მასალა არ იყო გამოსადეგი ამა თუ იმ ნივთის
დასამზადებლად ხოლოდ ბუნებასთან ახლოს მყოფ ადმიანს შეეძლო თავისი დაკვირვებით შეექმნა
რაიმე ღირებული. ინფორმაციის მოპოვება და დამუშავება შესაძლებელია ასევე ტექნოლოგიების
საშუალებით.
|
პროექტის ხელმძღვანელი
|
|
среда, 8 мая 2013 г.
ჩემი პროექტი: წნული ხელოვნების ნიმუშები
Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)
Комментариев нет:
Отправить комментарий